სკოლა
|
ქ.რუსთავის სსიპ მე-9 საჯარო სკოლა
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური II დონე
|
მასწავლებელი
|
ნელი გაბრიელიძე
|
მოსწავლეთა პროფილი
|
23მოსწავლე. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის.
|
გაკვეთილის თემა
|
„The
months of the year”
|
გაკვეთილის მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
|
გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა ნასწავლი სიტყვები და ფრაზები გამოიყენონ სავარჯიშოებზე მუშაობისას. აგრეთე მათი დახმარებით, შეძლონ მარტივი ხასიათის ზეპირი დიალოგების შედგენა.წაიკითხონ მოცემული ცნობები და მოახერხონ თითოეული თვისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გააზრება და კლასიფიცირება. შეძლონ თემიდან გამომდინარე, ლექსიკური სავარჯიშოების შესრულება, რაც მათ შესწავლილი მასალის უკეთ გააზრებაში და ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარება.
(მიმართულება: მოსმენა)
უცხ.II.1 მოსწავლე იგებს სათანადო მითითებებს
●სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე.
(მიმართულება: ლაპარაკი)
უცხ.II.5 მოსწავლე იძენს მეტყველებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს(აქვს სათანადო გამოთქმა, იცავს ინტონაციას, რიტმულ სეგმენტებს,იმდიდრებს/ეუფლება
ლ;ექსიკურ ბაზას.)
●ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს
●სწორად და გარკვევით წარმოსთქვამს სუტყვებსა და ბგერებს.
უცხ.II.6 მოსწავლე მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში.
●პასუხობს კითხვებს მისთის ნაცნობ თემატიკაზე ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით.
(მიმართულება: კითხვა)
უცხ.II.7 მოსწავლე ფლობს კითხვისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
●თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ და ხშირად გამოყენებულ სიტყვებს, ავტომატურად აკავშირებს ორთოგრაფიულ ხატს ხმოვან ხატთან.
●ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს მიკრო ტექსტის შინაარსს.
(მიმართულება: სწავლის სწავლა)
უცხ.II.10 მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში
●ხალისით მონაწილეობს აქტივობებში
●ხვდება და აღნიშნავს საკუთარ და სხვის შეცდომებს.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით, შეუძლიათ გაიგონ და გაიაზრონ საგაკვეთილო მასალა. იციან საჭირო რაოდენობის სიტყვები და ერკვევიან შესწავლილ გრამატიკულ დროებში. აგრეთვე გამომუშავებული აქვთ ინდივიდუალურად მუშაობის, კითხვისა და წერის უნარები.
|
შფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასდებიან:
1. კითხვის ტექნიკის ხარისხი
2. ზეპირი მეტყველება
3. სავარჯიშოებზე მუშაობა.
4. სხარტი აზროვნება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
|
გაკვეთილის მსვლელობა. აქტივობები და დროის მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები-3 წთ( ბავშვებს მივესლმები ინგლისურად და ვთხოვ დაიკავონ ადგილები. ავუხსნი მათ, რომ მათი მუშაობის სხვა პედაგოგებიც დაესრებიან. ამოვიკითხავ სიას.)
A-ფაზა. გამოწვევა.
აქტივობა-1-
ნასწავლი სიტყვების გამოკითხვა-4წთ
მეთოდი: გონებრივი იერიში
B-ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
ეკრანის
გაზიარებით ბავშვებს ბუკებში ვაჩვენებ ჩემს ნიერ მომზადებულ პრეზენტაციას „The months of the year” -3 წთ.
მოსწავლეები სათითაოდ გადიან დაფასთან, სადაც გაკრულია დიდი პლაკატი და ზედ ფერადი ფურცლებით თვეების სახელებია გამოსახული.თითოეული მოსწავლე ირჩევს სასურველ თვეს და მისთვის დამახასიათებელ იმ თავისებურებას კითხულობს და თარგმნის, რომელიც იქვე თვეების ჩამონათვალს ახლავს თან. 10 წთ.
აქტივობა-კითხვა-პასუხი. მეთოდი-წყვილებში მუშაობა.მოსწავლეებს თემის გარშემო ვუსვამ რამდენიმე მარტივ კითხვას:
1.Children look. Is it raing?
2. What do you wear in
January and February?
3. What do you often eat in
July and August? 5 წთ
მუშაობა
ბუკებში - 15 წთ.
·
სავარჯიშოები. მეთოდი ინდივიდუალური მუშაობა.
·
მოსწავლეებმა უნდა დაალაგონ თვეები
თანმიმდევრულად.
·
აქტივობა-ლექსიკური სავარჯიშოები. მეთოდი-წყვილებში მუშაობა.
·
მოსწავლეები გაიყოფებიან გუნდებად და იმუშავებენ წყვილებში. მათ
უნდა შეავსონ გამოტოვილი ადგილები.
C-ფაზა. შეფასება.5წთ.
მოსწავლეებს მივცემ საშუალებას შეაფასონ გაკვეთილი და თავიანთი როლი გაკვეთილის მსვლელობისას.
1.ბავშვებო, მოგეწონათ გაკვეთილი?
2. გაკვეთილის რომელი ნაწილი გაგიჭირდათ ან გაგიადვილდათ ყველაზე მეტად?
|
გაკვეთილზე გამოსაყენებელი რესუსრები
|
წიგნები, კალმები,ფერადი ქაღალდები, ცარცი, დაფა ,ბუკი .
|
შეფასება
|
მოხდება განმავითარებელი შეფასება. თითოეულ მოსწავლეს დაურიგდება ქების სიგელი, საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის. ხოლო ყველაზე სხარტად მოაზროვნე მოსწავლეს კი გადაეცემა სიგელი „ყველაზე სხარტად მოაზროვნე მოსწავლის“ სტატუსით.
|
суббота, 11 марта 2017 г.
გაკვეთილის გეგმა დაწყებითი საფეხური II დონე
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий