суббота, 11 марта 2017 г.

2016 – 2017 სასწავლო წლის I სემესტრის გაწეული მუშაობის ანგარიში ინგლისურ ენაში



პედაგოგი :   ნ.  გაბრიელიძე


·         წლის   დასაწყისში  მოსწავლეების  ინტერესების  გათვალისწინებით  შევიმუშავე  გეგმა ,  რომლის  მიხედვითაც  ვმუშაობდი  კლასებთან.  სწავლების  მიზანი  იყო  მოსწავლეებში ინგლისური  ენის  შესწავლის  მიმართ  ინტერესის  გაღვივება ,  სწავლის  პროცესისა  და  დავალების  შესრულების  დამოუკიდებლად  დაგეგმვა  და  განხორციელება .   2016 – 2017  სასწავლო  წლის  I  სემესტრში  ყველა  აქტივობა  წარმატებითგანხორციელდა .  


16  ოქტომბერს   მე - III  ,  IV   კლასის  მოსწავლეებმა  ( მაისურაძე  ეკატერინე  - III ,  შუბითიძე  ქეთევან - III  ,  მარიამ  ნოზაძე - IV   ,  სალომე  პოღოზაშვილი - IV  ,  მარიამ  ჯეთერიშვილი - IV ,  ლევან  შარუმაშვილი  - IV  ,  მარიამ  სხვედიანი - IV     )  მონაწილეობა  მიიღეს  ინგლისური  ენის  ოლიმპიადაში  “King’s  English” .  მათ  დავალებას   თავი  წარმატებით  გაართვეს  და  გადავიდნენ  მეორე  ტურში . 


19  ნოემბერს  მე - II  ,  III  ,  IV ,  V  კლასის   მოსწავლეებმა  (  ჩიხლაძე  მარიამი  - II  ,  უჩავა  ანა - II  ,  მიქავა  ლუკა  - III  ,  ბატიაშვილი  ნინო - III   ,  ნოზაძე  მარიამი  - IV ,  პოღოზაშვილი  სალომე - IV   , სახელაშვილი  თიკო - V  )  მონაწილეობა  მიიღეს  ინგლისური   ენის  ოლიმპიადაში : „ Smart  competition “.   ფინალში  გადავიდნენ :  ჩიხლაძე  მარიამი  ,  მიქავა  ლუკა  ,  სახელაშვილი  თიკო   .   ისინი  დაჯილდოვდნენ  დიპლომებით.


27  დეკემბერს   მე -II  , III ,  IV  , V  კლასის  მოსწავლეებმა  მონაწილეობა  მიიღეს  საახალწლო  აქტივობებში . მე- IV  და   მე- V  კლასის  მოსწავლეებმა   გამოუშვეს  საახალწლო  გაზეთი : „  Happy  New  Year “ ,  რომლის  მიზანი  იყო  :   ინგლისურ  ენაზე  სხვადასხვა  ტიპის  პროექტის  განხორციელება ( ინფორმაციის  მოძიების  ,  შერჩევის  და  დამუშავების ,  პროექტის  წარდგენის  ფორმის  შემუშავება .   მე- II , III ,  IV , V  კლასის  მოსწავლეებმა  მონაწილეობა  მიიღეს   კალიგრაფიის კონკურსში ,  ასევე  მათ  დაამზადეს  მისალოცი  ბარათები  და  საახალწლო  თემატიკაზე  დახატეს  ნახატები.  ამ  აქტივობების


მიზანი  იყო :  მოსწავლეების  ჩაბმვა  სხვადასხვა  ტიპის  პროექტში,  კერძოდ  კალიგრაფიის  და  ნახატების  კონკურსის  მოწყობა .



·         პირველი  სემესტრის  განმავლობაში  ვაწარმოებდი  ინტენსიურ  მუშაობას  სპეციალურ  საგანმანათლებლო  საჭიროების  მქონე  მოსწავლეებთან (  სოფო  თავაძე  - V ,  გიორგი  ხაჩიძე -V ,  ნინო  პაპიაშვილი -V  ,  რამაზ  ყიასაშვილი -V ,  მარიამ  ბადრიაშვილი -V  )  მათ  ე.ს.გ -ით  უცხოური  ენის  დონე  გამარტივებული  სტანდარტის  1 ,2 ,3 , 4  მასწავლებლის  დახმარებით  დაძლიეს .  მათ  შეუძლიათ  ამოიცნონ  პერსონაჟი  ,  ცხოველი ,  საგანი   და  დაუკავშირონ  შესაბამის  ნახატს ,  ამოიცნონ  ინგლისური  ენისათვის  დამახასიათებელი  ბგერები .  ასევე  ნაწერიდან  ან  ნაბეჭდი  წყაროდან  გადაწერონ  ასოები  ,  სიტყვები ,  წინადადებები  და მონაწილეობა   მიიღონ  მარტივ  ინტერაქციაში .  ხოლო  მე-  III  კლასის  მოსწავლე  კეშელავა  ნიკოლოზს  შეუძლია  ამოიცნოს  და  გააფერადოს  ასოები ,  ის  ცდილობს  გაფერადებული  ასო  სწორად  დაწეროს  ,  ასევე  ნიკოლოზი  ბარათის  დახმარებით  ასახელებს  სიტყვას ,  ანასხვავებს  დიდ  და  პატარა  ასოებს  ერთმანეთისაგან  ,  ისმენს  მასწავლებლის  მიერ  წარმოთქმულ  სიტყვას  და  იმეორებს .  მე- V  კლასის  მოსწავლე  კამკამიძე  ნინო  მშობლის  დახმარებით  ასრულებს  საშინაო    და  შემაჯამებელ  დავალებებს  სახლში  ,  ნინო  თანაკლასელების  დახმარებით  ასრულებს  კონკრეტულ   მოქმედებებს  :  იღებს  წიგნს  ჩანთიდან .

Комментариев нет:

Отправить комментарий